ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტაჟირებას სთავაზობს. საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამის - „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.